суббота, 29 апреля 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

   შევასრულეთ  ტექნიკური  სავარჯიშოები, ვისწავლეთ, როგორ გავასწოროთ შეცდომა სათაურში, განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი, ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. აგრეთვე შევეხეთ იმას შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ სხვისი ნაშრომი, როგორ და რა რაოდენობით. შევეხეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  საკვანძო  კითხვები,
შევიმუშავეთ  შეფასების  დროის  ჩარჩო  და  დავწერეთ  მისი  რეფლექსიები

გავაკეთეთ  კომენტარები  კოლეგების  მიმართ

воскресенье, 23 апреля 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი კითხვა
1. როგორ  ფიქრობთ,  რისკენ  ისწრაფის  ადამიანი  ბავშვობიდანვე?


შინაარსობრივი კითვები:
1. რატომ  ამბობენ  რომ  სწორად  არჩეული  პროფესია  დიდ  გავლენას  ახდენს  ადამიანის  ცხოვრებაზე?
2. რომელ  პროფესიას  აირჩევდით?  რატომ?


ფაქტობრივი კითხვები:
1როგორ  იქნება  რუსულ  ენაზე  შემდეგი  პროფესიები?  ( მასწავლებელი,  ექიმი,  მშენებელი,  მომღერალი ....  და ა.  შ.)
2.როგორ უნდა ვთქვათ რუსულ ენაზემე მიყვარს.....ა.შ მღერა, ხატვა, წერა, ცეკვა, სენება, ცხობა და აშ...
3. როგორ  დაბოლოვდებიან სიტყვები რუსულ ენაში გამოთქმასთან   "სურს იყოს".

суббота, 22 апреля 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



1. ვისწავლეთ  გვერდების  ჩამატება  ბლოგზე;

2. განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  სიტყვები;

3. ყურადღება  გავამახვილეთ  შეფასების  დროის  ჩარჩოზე  და  დავწერეთ  მოკლე
 ანალიზი;

4. ვისაუბრეთ  წინარე  ცოდნაზე.

вторник, 18 апреля 2017 г.

პროექტის იდეა

  პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლე ჩამოყალიბდეს ისეთ მოქალაქედ, რომელსაც ექნება შესაბამისი ცოდნა, უნარები და პროფესია, რაც მისცემს საშუალებას დაიმკვიდროს ადგილი ღირსეულ საზოგადოებაში. გარდა საბაზო ცოდნისა მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას, ახდენენ ურთიერთ გამოკითხვას, იყენებენ ბეჭდურ მასალას თუ ინტერნეტ საშუალებას. ახდენენ მოძიებული მასალის დახარისხებას, აანალიზებენ და წარმოადგენენ აუდიტორიიის წინაშე პროექტის სახით, სადაც ასაბუთებენ რით არის მნიშვნელოვანი მათთვის შერჩეული პროფესია, ამავე საკითხს მიუძღვნიან ღონისძიებას.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

პროექტის მიზნები

 მოსწავლეს შეუძლია გაიგოს უცხო ენოვანი საუბარი, აზრის გამოხატვა როგორც სიტყვიერად ისე წერილობით. მოსწავლეს შეუძლია ახალი იდეების განვითარება, ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება. მისი კლასიფიკაცია, სინთეზი, ანალიზი და პროექტის სახით წარდგენა. მოსწავლე თანამშრომლობს თანაკლასებთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით. ეფექტურად განკარგავს დროს და სამუშაო დატვირთვას. მოსწავლე თხრობის აგებისას ახერხებს ნათლად გამოხატოს გრძნობები, განწყობილებები, სურვილები.